სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „აჭარპრესა“
05.10.2018
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „აჭარპრესა“
 
შპს „აჭარპრესა“
ს/ნ: 245524561

 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 17 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №01/8806 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №7681), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „აჭარპრესის“ (ს/ნ: 245524561) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2018 წლის 15 იანვრის №14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (CMR180013415) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.