სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
18.10.2018
  
 
გაცნობებთ, რომ 2019 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების (შემდგომში - სტანდარტული კომპიუტერი) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება. კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით საჭიროა დაზუსტდეს, სტანდარტული კომპიუტერების რა რაოდენობა გესაჭიროებათ 2019 წლის განმავლობაში. შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს ამა წლის 26 ოქტომბრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენჯემენტის სისტემის მეშვეობით (ctd.spa.ge) წარმოადგინოთ 2019 წლის განმავლობაში შესასყიდი სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების რაოდენობების და ჯამური თანხის გეგმა.
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ვადაში არ მოახდენთ სტანდარტული კომპიუტერების გეგმის შევსებას, შესაძლოა თქვენი მოთხოვნა არ იქნეს გათვალისწინებული კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერების საორიენტაციო რაოდენობებში და კონსოლიდირებული ტენდერების მიმდინარეობისას კომპიუტერების შესყიდვის პროცესში  შეგექმნათ შეფერხება.