სიახლეები/განცხადებები   ავსტრიაში ბაზირებული საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის დელეგაციის ვიზიტი
18.04.2019
  
 
57390122_2390467004394896_8112114137380683776_o.jpg






















16 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში ბაზირებული საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის: შვეიცარიის, ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთის და სხვ.
ვიზიტის მიზანი იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოწინავე გამოცდილების, სააგენტოს მიერ დანერგილი მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების გაცნობა კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.