სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა სასწავლო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა
08.07.2019
  
 
Austria_June.jpg























24-28 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა სასწავლო ვიზიტით   ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, თავმჯდომარის მოადგილეები კახა დემეტრაშვილი და ხარიტონ შალამბერიძე, ასევე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი გულისაშვილი.
სასწავლო ვიზიტის დროს ქართული დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალურ სააგენტოში, სადაც ინფორმაცია მიიღეს: ცენტრალიზებულ შესყიდვებზე, ელექტრონულ შესყიდვებზე, ასევე ელექტრონული კატალოგების, ახალი ელექტრონული სერვისებისა და გამოყენებული მეთოდებისა და ინსტრუმენტების შესახებ; გარდა ამისა, გაეცნენ ინოვაციების ხელშეწყობის პრაქტიკას საჯარო შესყიდვებში და ევროკავშირის ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს.
ქართული დელეგაციის წევრები შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ავსტრიის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროში. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ავსტრიაში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შესყიდვების თავისებურებებს და სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩოს თემას.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე ავსტრიის ფედერალური კანცელარიის და ფინანსთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან, ავსტრიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლესთან, ასევე, ავსტრიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს წარმომადგენელთან.
სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ახალი ცოდნა და ინფორმაცია გამოყენებული იქნება ქართული საჯარო შესყიდვების ეკოსისტემის რეფომირებისა და მოდერნიზების დროს, წაადგება როგორც საკანონმდებლო და ზოგადად სამართლებრივი გარემოს სრულყოფას, ასევე ასახვას ჰპოვებს პრაქტიკული მიდგომების მართვაში და ახალი სერვისების დანერგვაში.