სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
04.04.2018
   
 
A4 ფორმატის ერთფუნქციური და მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერების და მათთვის საჭირო ორიგინალი კარტრიჯების 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის მიზნით, აუცილებელია მოკლვლეულ იქნეს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნა  01.05.2018 - 01.05.2019 პერიოდის განმავლობაში შესასყიდი A4 ფორმატის ერთფუნქციური და მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერების და მათთვის განკუთვნილი კარტრიჯების რაოდენობაზე.
გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის - ctd.spa.ge მეშვეობით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 13 აპრილისა, წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
1. რა რაოდენობის ერთფუნქციური და მრავალფუნქციური (ცალ-ცალკე) პრინტერების შესყიდვას გეგმავთ 01.05.2018 - 01.05.2019 პერიოდის განმავლობაში.
2. რა რაოდენობის კარტრიჯების (2300 გვერდის ბეჭდვის რესურსის დაშვებით) შესყიდვას გეგმავთ მხოლოდ 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერით შესასყიდი ერთფუნქციური და მრავალფუნქციური პრინტერებისათვის 01.05.2018 - 01.05.2019 პერიოდის განმავლობაში. 
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალ პრინტერს ხშირ შემთხვევაში მოყვება 1 ცალი ორიგინალი კარტრიჯი. გთხოვთ, კარტრიჯების რაოდენობის დათვლისას აღნიშნული არ გამოაკლოთ და რაოდენობა მიუთითოთ პირველი ორიგინალი კარტრიჯის ჩათვლით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კოსოლიდირებული ტენდერები არ ჩატარდება ფერადი პრინტერების, ჭავლური  პრინტერების და განსხვავებული ფორმატის პრინტერების (A3, A2, A1) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. მსგავსი ტიპის პროდუქტის სახელმწიფო შესყიდვა, უწინდებურად, განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი სხვა კანონმდებლობის შესაბამისად.