სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „კამარა სისტემს“
29.07.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „კამარა სისტემს“

პს „კამარა სისტემს“ ს/ნ: 404868808



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 26 ივნისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2019 წლის 25 ივნისის № MIA71901650893 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 6880), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „კამარა სისტემსის“ (ს/ნ: 404868808) მიერ NAT190006340 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2019 წლის 22 აპრილის № 219 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.