სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ტრანს მშენ გრუფ TRANS MSHEN GROUP“
09.10.2015
   
 
შპს „ტრანს მშენ გრუფ TRANS MSHEN GROUP“
ს/კ: 404986761
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 20 აგვისტოს №750 წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ტრანს მშენ გრუფ TRANS MSHEN GROUP“-ის  (ს/კ: 404986761) მიერ SPA130017099 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2013 წლის 6 სექტემბრის №403 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვნი შესრულების შესახებ.

 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.