სიახლეები/განცხადებები   პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან
11.05.2016
  
 
პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით დაიწყო შეხვედრები ბიზნესმენებთან.
პირველი შეხვედრა დღეს, 2016 წლის 11 მაისს 11 საათზე სააგენტოს შენობაში გაიმართა, რომელსაც 30-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა.
მათ უშუალოდ მიაწოდეს ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.
ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგინეს საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიახლეების, დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
 
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შემდეგში ცალკეული სეგმენტების, კონკრეტული სფეროს წარმოამდგენლები ცალ-ცალკე შეხვდებიან სააგენტოს თავმჯდომარეს.
ინფორმაცია, შემდეგი ღონისძიების შესახებ, განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და გავრცელდება ფეისბუქისა და მედიის საშუალებით.
 
ლევან რაზმაძის ინიციატივით, ბიზნესსაზოგადოებასთან შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება და გაიმართება თვეში ორჯერ.