სიახლეები/განცხადებები   პორტირების ვალდებულება
12.03.2014

1508

 

შეგახსენებთ, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2014–2015 წლების კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.6 პუნქტის შესაბამისად, გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია მისი გამარჯვებულად გამოვლენისთანავე (2014 წლის 3 თებერვალი)  შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, დაიწყოს მასთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ნომრის პორტირების პროცედურები (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და დაასრულოს აღნიშნული პროცედურები არაუგვიანეს 2014 წლის 1 აპრილისა. თავის მხრივ, შემსყიდველმა ორგანიზაციამ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისთანავე უნდა უზრუნველყოს მასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურების დაწყება და მისთვის დასაპორტირებელი ნომრების მიწოდება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

აღნიშნული მოთხოვნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მთელი რიგი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ „შპს მაგთიკომთან“ გაფორმებული დროებითი ხელშეკრულების მოქმედებს ვადა იწურება 2014 წლის 1 აპრილს, იმისათვის რათა თავიდან იქნას აცილებული მობილური კავშირის წყვეტა, გთხოვთ, დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2014-2015 წლების კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულების, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, გაფორმების მიზნით (რაც შესაძლოა მოიცავდეს პორტირების აუცილებლობას, რასაც სჭირდება 3 სამუშაო დღე).

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ შემსყიდველ ორგანიზაციებს, ვისაც 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით არ ექნებათ გაფორმებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2014-2015 წლების კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 2014 წლის 2 აპრილიდან შეუწყდებათ ფიჭური სატელეფონო მომსახურება.