სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სემინარები მიმდინარეობს
29.05.2015
    
 
logos.png





2015 წლის 29 მაისს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში,  სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრთან ერთად,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით, შვეიცარიის განვითარებისა და
თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, გაიხსნა ერთობლივი 1-(1).jpgსემინარი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე, სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციების შესყიდვების კუთხით მომუშავე მოსამსახურეთათვის.
ტრენინგის ჩატარების ინიციატორია სსიპ-ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი, ტრენინგი ხორციელდება ცენტრის მიერ დამტკიცებული, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2015 წლის გეგმის ფარგლებში. 
სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი კახა დემეტრაშვილი, „UNDP/რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი, პროექტის კოორდინატორი ქალბატონი ნათია ვეფხვაძე და ცენტრის  წარმომადგენლები.
სემინარზე წარმოდგენილი არიან საქართველოს ყველა რეგიონიდან ორ-ორი მსმენელი, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის კვალიფიციური ტრენერებისგან, რომლებიც, ამავდროულად, სააგენტოს წამყვან სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ.
სემინარი რამდენიმე დღეს გასტანს. ტრენინგების გავლის შემდგომ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფო შესყიდვების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.