სიახლეები/განცხადებები   რეკომენდაცია CON130000014 კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დიზელის (PPM50 და მეტი, გატანა ავტოგასამა
23.04.2013

1199

 

CON130000014 კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დიზელის შესყიდვის შემთხვევაში, არასაბარათე სისტემის გამოყენებისას ანგარიშსწორებისათვის გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2011 წლის 29 დეკემბრის №25  ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“  მე-9 მუხლის მე-3 პუქნტით დადგენილი წესი, კერძოდ:

„არასაბარათე სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის გატანისას, ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდება ერთჯერადად გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში“.