სიახლეები/განცხადებები   რეკომენდაცია 2014 წლის განმავლობაში ევროდიზელის (სითხის სახით) და ევრორეგულარის შესყიდვასთან დაკავშ
04.02.2014

1495

 

2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის 2014 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმით, 2014 წლის განმავლობაში  არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელი (PPM 50-ზე ნაკლები) შემდგომში - ევრო დიზელი, გატანა - სითხის სახით და არანაკლებ EURO 3-ის სტანდარტის შესაბამისი ბენზინი (ოქტანობა არანაკლებ 92) შემდგომში - რეგულარი, შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სატენდერო კომისიამ დაამტკიცა შემდეგი რეკომენდაციები: 

1. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის ესაჭიროებათ ევროდიზელი გატანა - სითხის სახით, აღნიშნული საწვავის შესყიდვა უნდა განახორციელონ იმ მიმწოდებლისგან, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში არსებული ელექტრონული პროცედურის გამოცხადების ან ბაზრის კვლევის შედეგად შესთავაზებს მათ იმაზე დაბალ ფასს ვიდრე  CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელის (რომპეტროლ საქართველო) ფასი იქნება იმ დღის მდგომარეობით, როდესაც მოხდება საწვავის შესყიდვის თაობაზე მოთხოვნის (პერიოდისა და მოცულობის მითითებით) გაგზავნა შესაბამის მიმწოდებელთან. CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელის ფასზე დაბალი ფასის შეთავაზების არ არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2014 წლის განმავლობაში საჭირო ევროდიზელის შესყიდვა სითხის სახით უნდა მოახდინოს CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (რომპეტროლ საქართველო) არაუმეტეს ევროდიზელის (გატანა -  ავტოგასამართი სადგურიდან) შესაბამისი დღის კონსოლიდირებული ტენდერის ფასად და შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯებით ტრანსპორტირების პირობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უნდა მოხდეს ევროდიზელის არაუმეტეს ერთი თვის მარაგის შესყიდვა ყოველ ჯერზე.
2. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის დაგეგმილი ჰქონდათ ევრორეგულარის შესყიდვა, უნდა მოახდინონ იგივე მოცულობის პრემიუმის (როგორც რეგულარზე უფრო მაღალი ხარისხის საწვავის) შესყიდვა ავტოგასამართი სადგურიდან და სითხის სახით CON140000002 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (შპს "ლუკოილ ჯორჯია") არაუმეტეს პრემიუმის კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარე პერიოდის ფასად, ხოლო სითხის სახით გატანის საჭიროების შემთხვევაში - შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯებით ტრანსპორტირების პირობით. იმ შემთხვევაში თუ, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილებისთვის შესაძლებელია პრემიუმზე უფრო იაფი საწვავის შესყიდვა, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ავტორიზებული ავტომანქანების ან/და შესაბამისი სპეც. ტექნიკის და მოწყობილობა/დანადგარის ნორმალური ექსპლოატაცია და ექსპლოატაციის პროცესში თავიდან იქნება აცილებული დაზიანების საფრთხე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია სისტემაში არსებული ელექტრონული პროცედურის გამოცხადების ან ბაზრის კვლევის შედეგად დაფიქსირებულ ყველაზე იაფ ფასად, რომელიც ნაკლები უნდა იყოს პრემიუმის კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარე პერიოდის ფასზე, მოახდინოს საწვავის შესყიდვა ბიუჯეტის რაციოანლური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უნდა მოხდეს პრემიუმის ან პრემიუმზე უფრო იაფი საწვავის არაუმეტეს ერთი თვის მარაგის შესყიდვა ყოველ ჯერზე.

ამასთან, ნავთობპროდუქციის (საწვავის) მიმწოდებლებს ეთხოვათ შემსყიდველი ორგანიზაციების მაქსიმალური ხელშეწყობა პირველ და მე-2 პუნქტებში ასახული რეკომენდაციების შესრულების საკითხში, რათა უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვა და სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თავიანთი უფლებამოსილებების შეუფერხებლად შესრულება.