სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. „ევგენია მესხი primaprint“
20.05.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. „ევგენია მესხი primaprint“
 
ი.მ. „ევგენია მესხი primaprint“
პირადი №01030015224

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 28 აპრილს წარმოდგენილ იქნა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 2016 წლის 28 აპრილის №01/2273 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №3697), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. „ევგენია მესხი primaprint“-ის (პირადი №01030015224) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2016 წლის 25 იანვრის №0300/10/022 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR160023796) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.