სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ზელმანი“
08.07.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ზელმანი“

შპს „ზელმანი“
ს/კ: 404900327

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 24 ივნისს წარმოდგენილ იქნა შპს „საქაერონავიგაციის“ 2016 წლის 23 ივნისის №8/825 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №5374), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ზელმანის“ (ს/კ: 404900327) მიერ SPA160004819 პრეისკურანტის საფუძველზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 11 აპრილის №მომს/13/04/16 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ.№8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.