სიახლეები/განცხადებები   სატენდერო კომისიის რეკომენდაცია პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინა
19.07.2013

1304

 

2013 წლის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის 2013 წლის 17 ივლისის N6 ოქმით შეწყვეტილ იქნა პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2013  კონსოლიდირებული ტენდერი  (CON130000020).

პირველი ხარისხის ქაღალდის ახალ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენამდე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვით შეუძლიათ პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდი შეისყიდონ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს მათ მიმდინარე საჭიროებას გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენამდე, მაგრამ არაუმეტეს იმ ოდენობისა, რაც საჭიროა 2013 წლის 1 სექტემბრამდე. ასეთ შემთხვევაში, პირველი ხარისხის ქაღალდის შესყიდვა უნდა მოხდეს ბაზრის შესაბამისი კვლევის საფუძველზე (მინიმუმ 3 მიმწოდებლის), ამასთან მხედველობაშია მისაღები პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის შეწყვეტილ კონსოლიდირებულ ტენდერებში მიმწოდებლების მიერ დაფიქსირებული ფასები.