სიახლეები/განცხადებები   საწვავის შესყიდვა გამარჯვებული მიმწოდებლის აგს-ის 15 კმ.-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში
23.01.2013

1089

 

2013 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისია აძლევს თანხმობას შემსყიდველ ორგანიზაციებს, განახორციელონ საწვავის შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართელოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ გამარჯვებული მიმწოდებლის უახლოესი ავტო-გასამართი სადგური 15 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული შემსყიდველი ორგანიზაციისგან. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში აღარ არის საჭირო სატენდერო კომისიისთვის მიმართვა შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიღების მიზნით და შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.  

ზემოაღნიშნული გარემოების არსებობისას, საწვავის შესყიდვა შესაძლებელია როგორც საბარათე, ასევე არასაბარათე (ტალონით ან/და სითხის სახით) სხვა მიმწოდებლისგან სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით.