სიახლეები/განცხადებები   ​სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა შერჩევა
24.04.2015
    
 
2015 წლის 30 აპრილს, 13:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაიმართება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს არჩევნები, რომლის საფუძველზეც არასამთავრობო სექტორიდან შეირჩევა საბჭოს ორი წევრი.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით და მის შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.
შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების  განხილვის საბჭოს 2 წევრს, რომლებიც აირჩევიან 1 წლის ვადით.
არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
საბჭოს წევრებად ინიშნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს უფლება აქვს წინასწარი განცხადების გარეშე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
 
საბჭოს წევრის საქმიანობა:
საბჭოს წევრი მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. იგი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისგან.
საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.
საბჭოს წევრის საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა.
საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
 
შერჩევის ჩატარების ადგილი:
 
არასამთვრობო ორგანიზაციებს არჩევნებისათვის შესაბამისი ფართით (მისამართი: ქ. თბილისი რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
 
 
საკონტაქტო პირი:
ია შავერდოვი 5 77 24 44 48
ელ. ფოსტა: ishaverdovi@spa.ge