სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
10.03.2017
  
 
როგორც მოგეხსენებათ, A4 ფორმატის უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის პირველ კვარტალში შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებლად გამოვლინდა „გიორგი კანდელაკი -ვესტა“, ხოლო A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებულ ტენდერში - შპს „პენსან ჯორჯია“.
A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციების 4.11 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიას ბაზრის კონიუქტურის გათვალისწინებით, აქვს უფლებამოსილება, გადახედოს მიმწოდებლის მიერ საბეჭდი ქაღალდის შემოთავაზებულ ფასს და ბაზარზე შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განიხილოს მისაწოდებელი საბეჭდი ქაღალდის ერთეულის ფასის ცვლილება.
სატენდერო დოკუმენტაციის 4.11 პუნქტის გათვალისწინებითა და აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებული გამყარების გათვალისწინებით:
1) A4 ფორმატის უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON170000026) გამარჯვებულ კომპანია „გიორგი კანდელაკი - ვესტას“ განესაზღვრა მისაწოდებელი საბეჭდი ქაღალდის შეკვრის განახლებული ფასი - 7,00 ლარ.
2) A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON170000031) გამარჯვებულ კომპანია შპს „პენსან ჯორჯიას“ განესაზღვრა  მისაწოდებელი საბეჭდი ქაღალდის შეკვრის განახლებული ფასი - 6,30 ლარი.

შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ოქმების ატვირთვიდან სატენდერო წინადადების დასრულებამდე, შემსყიდველ ორგანიზაციებმა და მიმწოდებლებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულებები განახლებული ფასებით.
იხილეთ:

A4 ფორმატის უმაღლესი საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №10
A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი №9  

 
კონსოლიდირებული ტენდერების სამსახური
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო