სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
28.09.2015
   
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

ცვლილება ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებისათვის, სისტემაში ფაქტობრივი გადახდების ასახვასთან დაკავშირებით.
1 ოქტომბრიდან გაფორმებული ხელშეკრულებების ფაქტობრივი გადახდები სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აისახება ავტომატურად.
აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშზე (CMR).
რაც შეეხება 1 ოქტომბრამდე დადებულ ხელშეკრულებებს, ფაქტობრივი გადახდების ასახვა იწარმოება აქამდე არსებული მეთოდით.
დამატებითი კითხვებისათვის, დაგვიკავშირდით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ნომერზე 2484822.