სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
11.12.2015
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

როგორც თქვენთვის ცნობილია, კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში სხვადსხვა ინფორმაციის მოწოდებისა  და სატენდერო კომისიასა და შემსყიდველ ორგნიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, შეიქმნა კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ახალი სისტემა  ctd.spa.ge 
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სისტემაში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, მიუხედავად იმისა სარგებლობს თუ არა ის  კონსოლიდირებული ტენდერებით.  გთხოვთ, ვინც ჯერ არ დარეგისტრირებულა აღნიშნულ სისტემაში, განახორციელოთ რეგისტრაცია და ჩაერთოთ სისტემის მუშაობაში.
აღნიშნულ სისტემაში განთავსდა ახალი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია 2016 წლის განმავლობაში თქვენი ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის N121 დადგენილების შესაბამისად  ავტომანქანების შესყიდვების შესახებ. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ სისტემით დადგენილ ვადებში.
თუ თვენ არ გეგმავთ სისტემით გათვალისწინებულ შესყიდვებს, გთხოვთ, მაინც დარეგისტრირდეთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და შესაბამის ველებში მიუთითოთ ნულები. 
განმეორებით გაცნობებთ, რომ მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია სისტემაში ავტორიზაციისათვის საჭირო დეტალური ინფორმაცია, გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე info@procurement.gov.ge წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, რაში მდგომარეობს თქვენი მოთხოვნა (მაგ: არ მოგსვლიათ ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია) და მიუთითეთ ის ელექტრონული ფოსტა, სადაც გსურთ მიიღოთ აღნიშნული ინფორმაცია. 
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია მოწოდებულია შეცდომით. ამიტომ, გთხოვთ, აღნიშნულ სისტემას გაეცნოთ ყურადღებით და შეავსოთ ველები სწორად.
შეგახსენებთ, რომ თითოეული ორგანიზაცია მკაცრად პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.