სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
05.01.2016
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
შეგახსენებთ, რომ სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია მცირე ტვირთამწეობის საბურავების საჭიროებაზე, რომელთა შესყიდვასაც გეგმავთ 01.04.2016 - 31.08.2016 პერიოდში და რომლებიც განკუთვნილია აღნიშნულ პერიოდში ექსპლუატაციისათვის.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების ვადა იწურება 2016 წლის 8 იანვარს. შესაბამისად, გთხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოთ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ განახორციელებთ საბურავების შესყიდვას კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში, ხოლო სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საბურავების (შემდგომში - საბურავები) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საბურავების კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საბურავების შესყიდვის შემთხვევებისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge  შეავსოთ შესაბამისი ველები და წარმოგვიდგინოთ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია.