სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
09.02.2016
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

როგორც თქვენთვის ცნობილია, კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე კონსოლიდირებული ტენდერების მიმდინარეობის მონიტორინგისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ახალ სისტემაში ctd.spa.ge წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
ა) ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების 2016-2017 წლების კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებლებთან, შპს „მაგთიკომთნ“ და შპს „ჯეოსელთან“ თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩართულ აბონენტთა (თანამშრომელთა და არათნამშრომელთა) ზუსტი რაოდენობები.
გთხოვთ, ინფორმაცია ფიჭური კავშირგაბმულობის კორპორატიული მომსახურებით მოსარგებლე აბონენტთა რაოდენობის შესახებ მიუთითოთ მაქსიმალური სიზუსტით, გამარჯვებულ მიმწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული აბონენტთა რაოდენობების შესაბამისად.
ბ) ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერების (გატანა ავტოგასამართი სადგურებიდან) ფარგლებში გამარჯვებული მიმწოდებლებისაგან იანვრის განმავლობაში შესყიდული საწვავის რაოდენობა. მათ შორის:
  • აგაი სისტემის მეშვეობით შესყიდული საწვავის რაოდენობა;
  • ნომრიანი პლასტიკური ბარათების მეშვეობით შესყიდული საწვავის რაოდენობა;
  • უნომრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით შესყიდული რაოდენობა;
  • ტალონების მეშვეობით შესყიდული საწვავის რაოდენობა.
გ) ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერების (გატანა ავტოგასამართი სადგურებიდან) ფარგლებში 15 კმ-იანი მანძილის დაშორების გამო არაგამარჯვებული მიმწოდებლებისაგან იანვრის განმავლობაში შესყიდული საწვავის ჯამური რაოდენობა, მიუხეავად იმისა, თუ რა მეთოდით მოხდა საწვავის შესყიდვა არაგამარჯვებული მიმწოდებლებისაგან.
გ) ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერების (გატანა ნავთობბაზებიდან სითხის სახით) ფარგლებში გამარჯვებული მიმწოდებლებისაგან იანვრის განმავლობაში შესყიდული საწვავის რაოდენობა საწვავის სახეობების მიხედვით.
გთხოვთ, ინფორმაცია შესყიდული საწვავის შესახებ მიუთითოთ მაქსიმალური სიზუსტით, ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული რაოდენობების შესაბამისად.
სწორი სტატისტიკის წარმოების აუცილებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის შევსება სავალდებულოა ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოგვიდგინოთ ზედმიწევნით ყურადღებით და დადგენილ ვადებში.
თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში, გთხოვთ, სასწრაფოდ დარეგისტრირდეთ და მიჰყვეთ სატენდერო კომისიის შესაბამის მითითებებს.