სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
11.01.2017
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით,  გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 25 იანვრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით, მოგვაწოდოთ ინფორმაცია სახელმწიფო ავტოპარკის შესახებ, რომელიც აყვანილია თქვენი ორგანიზაციის ბალანსზე (გარდა იჯარისა, ქირისა  და თხოვებისა).
მიუთითეთ ინფორმაცია მხოლოდ  მსუბუქი ავტომობილების „სედანი, მიკროავტობუსი, ჯიპი, პიკაპი, ჰეჩბეკი, უნივერსალი, კაბრიოლეტი, კუპე, მინივენი, ფურგონი, ლიმუზინი“ შესახებ. არ წარმოადგინოთ ინფორმაცია სპეცტექნიკაზე (ავტობუსი, თვითმცლელი, ტრაქტორი, კვადროციკლი, სატვირთო...).
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში ctd.spa.ge მოცემული ველები. 
გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი ორგანიზაციის ბალანსზე არ არის რიცხული არცერთი ავტომობილი გთხოვთ, არ წარმოადგინოთ ინფორმაცია.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ცხელი ხაზი: +322 248 48 22