სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ
24.07.2013

1311

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ივლისის N690 განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება ,,სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N218 განკარგულებაში.

ზემოაღნიშნული ცვლილებით, ,,სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე”  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N218 განკარგულება ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 2013 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ვალდებულების ნაწილში.

შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციებს პერსონალური კომპიუტერების შესყიდვა შეუძლიათ განახორციელონ კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ივლისის N690 განკარგულება