სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „გზა“
08.04.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გზა“
შპს „გზა“
ს/კ: 406105977
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 25 მარტს წარმოდგენილ იქნა შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2016 წლის 25 მარტის №გ-925 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №2597), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გზის“ (ს/კ: 406105977) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2015 წლის 9 დეკემბრის №124-ბ/15 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR150217912) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.