სიახლეები/განცხადებები   ს.ს.ი.პ. მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ატარებს ბაზრის კვლევას
21.04.2015
  
 
დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
 
      ს.ს.ი.პ.  მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ატარებს ბაზრის კვლევას საინჟინრო-საპროექტო მომსახურების  (თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების: კარ-ფანჯრების შეცვლის, სახურავის გადახურვის, სცენის იატაკის აღდგენისა და სადრენაჟო საკანალიზაციო  სისტემის მომზადებისათვის საპროექტო ხარჯთაღრიცხვის მომზადება) შესყიდვის მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გათვალისწინებით.
 
      შესყიდვის ობიექტის ტექნიკური ჩამონათვალი და სპეციფიკაცია მოცემულია წინამდებარე  განცხადების დანართში N1.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2015 წლის 24 აპრილის დღის 1200 საათამდე   წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • მოსაწოდებელი საქონლის დასახელება;
  • მოსაწოდებელი საქონლის  ღირებულება;
  • მოწოდების პირობები და ვადა.
 
   შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mesxetis.teatri@mail.ru ან წერილობით წარადგინოთ ს.ს.ი.პ.  მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში (ქ. ახალციხე, თამარ მეფის ქ. #6).
 
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 555 01 55 01
 
    წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.

მიბმული ფაილები