სიახლეები/განცხადებები   სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას
15.04.2015
   
 
გაცნობებთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას სმენის დაქვეითებისათვის განკუთვნილი ყურსუკანა ციფრული ტიპის სმენის აპარატის - ინდივიდუალური ოტო–აკრილის ყურის სხმულით, პაციენტის სმენის მიხედვით დარეგულირებული და თანმდევი მომსახურების („აპარატის“ ბენეფიციარზე გაცემა, ინდივიდუალური დარეგულირება-მორგება, ციფრული სმენის აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა; გაცემული ციფრული სმენის აპარატის უფასო საგარანტიო მომსახურება არანაკლებ 12 თვის განმავლობაში)  სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
 
ციფრული სმენის აპარატის  ტექნიკური მახასიათებლები.
1. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სმენის დაქვეითებისას:
1.1. გაძლიერება უნდა შეესაბამებოდეს 60 – 69 დბ–ს.
1.2. ბგერის მაქსიმალური გამოსავლის დონე (output) უნდა იყოს განსაზღვრული საერთაშორისო კლასიფიკაციით 1600 ჰც სიხშირეზე; მაქსიმალური გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 139 დბ–ს;
1.3. ზოგადი ჰარმონიული დისტორსია არ უნდა აღემატებოდეს 2%–ს; დისტორსიული პროდუქტის მახასიათებელი უნდა განისაზღვრებოდეს 1600 ჰერც სიხშირეზე (1600 ჰც <2%);
1.4. ბგერის გაძლიერების სიხშირული დიაპაზონის  ქვედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 100 ჰც -ს - ზედა ზღვარი უნდა იყოს არანაკლებ 5500 ჰც-სა;
1.5. თითოეულ სასმენ აპარატში უნდა ფუნქციონირებდეს მინმუმ ორი პროგრამა (ერთი ძირითადი და ერთი სათადარიგო);
1.6. შემავალი ხმაურის დონე (input) არ უნდა აღემატებოდეს 26 დბ–ს ( <26);
1.7. შემოთავაზებულ სმენის აპარატს უნდა ჰქონდეს სიხშირული დიაპაზონის გამყოფი ზღურბლის ცვალებადობის შესაძლებლობა;
1.8. შემოთავაზებულ სასმენ აპარატს უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ ტელეფონთან კავშირის რეჟიმი, ინდუქციურ დენზე რეაქციის უნარი;
1.9.  სასმენ აპარატს უნდა ჰქონდეს ხმის რეგულატორი;
1.10. სასმენი აპარატები 312  ტიპის ელემენტებით კვებაზე უნდა იყოს გათვალისწინებული.
 
2. მძიმე სმენის დაქვეითებისას :
2.1. გაძლიერება უნდა შეესაბამებოდეს 78 – 82 დბ–ს.
2.2. 1600 ჰც კრიტიკულ სიხშირეზე  მაქსიმალური გამოსავლის დონე (output ) უნდა შეადგენდეს 144 დბ–ს;
2.3.  1600 ჰც კრიტიკულ სიხშირეზე  ზოგადი ჰარმონიული დისტორსია  2%–ზე ნაკლები უნდა იყოს ( 1600 ჰც <2%);
2.4. სმენის ძლიერი დაქვეითების შემთხვევში (100–5200 ჰც) სიხშირული სპექტრის აქცენტირება არის გათვალიწინებული (ბგერის გაძლიერების სიხშირული დიაპაზონის  ქვედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 100  ჰც-ს - ზედა ზღვარი უნდა იყოს არანაკლებ 5200 ჰც-სა);
2.5. შემავალი ხმაურის დონე (input ) 22 დეციბელზე ნაკლები უნდა იყოს (<22);
2.6. სასმენ აპარატი უნდა ფლობდეს ორ ან მეტ პროგრამას;
2.7.  სიხშირული დიაპაზონის გამყოფი ზღურბლის ცვალებადობის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.
2.8. წარმოდგენილ პროდუქციას უნდა ჰქონდეს მიკროფონის და ტელეფონის რეჟიმი, ხმის ინტენსივობის რეგულატორი.
2.9. სასმენი აპარატი 675 ტიპის ელემენტებით კვებაზე უნდა იყოს გათვალისწინებული. 
 
3. მოწოდებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ISO 13485:2003 (ან უფრო ახალი) სერთიფიკატის სტანდარტებს.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2015 წლის 16 აპრილისა, წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
 
  • ერთეულის ფასი;
  • წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი;
  • მოწოდების პირობები და ვადა;
  • ინფორმაცია საგარანტიო მომსახურების ვადებისა და პირობების შესახებ.
 
შენიშვნა: თანმდევი მომსახურების ფასი გათვალისწინებული უნდა იყოს საქონლის ღირებულებაში.
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: goniani@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.