სიახლეები/განცხადებები   ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სააგენტოში
14.06.2016
  
 
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სააგენტოში
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ  საქართველოს კანონს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2016 წლის 14 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრს ეწვივნენ. ახალგაზრდები გაეცნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს, სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, დაგეგმილ სიახლეებს და სასწავლო ცენტრის საქმიანობას.

ცოდნის გაღრმავების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს გადასცეს დამხმარე მასალები, ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო, გზამკვლევი და 250 ხშირად დასმული შეკითხვა. განიხილეს სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.