სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ტაო“
18.04.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ტაო“
 
შპს „ტაო“
ს/კ: 238732591
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 31 მარტს წარმოდგენილ იქნა ააიპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ 2017 წლის 30 მარტის №56 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №3242), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ტაოს“ (ს/კ: 238732591) მიერ SPA160030513 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 26 დეკემბრის №96 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.