სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ტაქსი -5“
03.12.2015
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ტაქსი -5“
შპს „ტაქსი -5“
ს/კ: 401964326
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2015 წლის 20 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ 2015 წლის 20 ოქტომბრის №2740/01-17 წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ტაქსი -5“-ის (ს/კ: 401964326) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2015 წლის 21 აპრილის №104/1/15 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR150086975) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.