სიახლეები/განცხადებები   მოწვევა წინადადებების წარმოდგენაზე
01.04.2015
   
 
ქალაქ თბილისის მერიას განზრახული აქვს გარე განათების სისტემის მოდერნიზაცია და განვითარება, რაც გულისხმობს არსებული სოდიუმის სანათების  თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი სანათებით ჩანაცვლებას.
 
ძირითადი მიზნებია: ენერგოეფექტიანობა, ეკონომიკური ეფექტი, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, თანამდეროვე დიზაინი.
 
 
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, როგორც პოტენციურმა მომწოდებლებმა, გამოხატონ ინტერესი პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
დაინტერესებულმა პირებმა,  2015 წლის 15 მაისამდე ელექტრონულ ფოსტაზე - infoled@tbilisi.gov.ge, უნდა წარმოადგინონ:
 
  1. კომპანიის რეზიუმე
  2. კომპანიის წინადადება
 
წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შემდგომ, დეტალური პირობები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებით გამოქვეყნდება  2015 წლის ივნისის თვეში  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (www.tbilisi.gov.ge) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (www.procurement.gov.ge) ვებ–პორტალებზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მერიის მოთხოვნებში, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოსადგენი ექნებათ  მინიმუმ შემდეგი დოკუმენტაცია:
  
1. კომპანიის წესდება;
2. წინა 3 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს იმ იურიდიულ პირთა ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელთაც ეს მხარეები მიეკუთვნებიან;
3. იმ აქციონერების (პარტნიორების) სათანადოდ დამოწმებული სია, რომლებიც ფლობენ კანდიდატის აქციების (წილების) 5 პროცენტზე მეტს, მათ შორის, საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის  თაობაზე ინფორმაცია;
4. შემოთავაზებული ტექნოლოგიებით მათ მიერ უკვე განათებული ქალაქების ან/და ქვეყნების  ნუსხა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, აგრეთვე მიმდინარე პროექტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ნუსხაში მითითებული უწყებების მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი;
 
 
 
 
ინფორმაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გარე განათების ქსელთან დაკავშირებით
 
დანართი N1  გარე განათების ქსელის  პასპორტული მონაცემები;
დანართი N2 არსებული სანათი წერტილების რაოდენობა რაიონების მიხედვით;
დანართი N3  არსებული სანათი წერტილების რაოდენობა;
დანართი N4 ქალაქის წლიური ბიუჯეტის გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის  (მოვლა-შენახვა) ხარჯები ელენერგიის ჩათვლით
დანართი N5  ქალაქის გარე განათების ყოველთვიური ჩართვა/გამორთვის დრო
დანართი N6 თბილისის მოსახლეობის რაოდენობა წლების მიხედვით
 
 
საკონტაქტო პირები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან:
ავთანდილ სუდაძე
ტელეფონი: +995 591 90 88 44
ელ.ფოსტა: a.sudadze@tbilisi.gov.ge
ეკატერინე ძნელაძე
ტელეფონი: +995 577 05 33 33
ელ.ფოსტა: e.dzneladze@tbilisi.gov.ge
 
საკონტაქტო პირი შპს ,,სინათლის ქალაქი”- დან:
 ვასილ ხორავა
ტელეფონი:  +995 591 02 03 03
ელ.ფოსტა:  v.khorava@gmail.com