სიახლეები/განცხადებები   მომხმარებელთა საყურადღებოდ! ტექნიკური სამუშაოები შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
25.06.2015
  
 
2015 წლის  30 ივნისს, 18:30 საათიდან 22:00 საათამდე, სისტემის განახლებასთან დაკავშირებულმა ტექნიკურმა  სამუშაოებმა  შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირების შეფერხება.  გთხოვთ,  გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და რაციონალურად გადაანაწილოთ დრო სისტემაში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის, რაც თავიდან აგაცილებთ შესაძლო პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ მითითებულ დროს არცერთ ტენდერში არ არის დაგეგმილი ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წინასწარ გიხდით ბოდიშს.