სიახლეები/განცხადებები   ტრენინგების მეოთხე ეტაპის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ
03.04.2015
   
 
3 აპრილს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ტრენინგების მეოთხე ეტაპის ორმოცდახუთ მსმენელს „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ გადასცა.
აღნიშნული ტრენინგები 9 მარტს დაიწყო და 3 აპრილამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე სწავლება გაიარა თბილისში განთავსებული სახელმწიფო დაწესებულებების, სსიპ-ებისა და აიპ-ების ორმოცდახუთმა მოსამსახურემ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში ტრენინგებს უძღვებიან სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ცენტრი 2014 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და უკვე გადამზადდა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფო უწყებების (მათ შორის კონფლიქტური რეგიონებიდან) 182 მოსამსახურე.