სიახლეები/განცხადებები   უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
20.05.2015
    
 
19 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციასთან. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბატონი ოლიმჟონ უმაროვი - უზბეკეთის კავშირგაბმულობის, ინფორმატიზაციისა და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი; ბატონი ელიორ რახმანოვი - უზბეკეთის რესპუბლიკის „ელექტრონული მთავრობა“ სისტემების განვითარების ცენტრი; ბატონი ბახტიორ რაჟაბოვი - ბიზნეს პროცესების რეინჟინირების კომპონენტის მენეჯერი; ქალბატონი დიორა კაბულოვა - ელექტრონული მთავრობისა და ღია მონაცემთა კვლევის კოორდინატორი.
 
შეხვედრაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მონაწილეობდნენ თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა შურღულაია, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი დავით ჯაიანი და სხვა ხელმძღვანელი პირები.
 
უზბეკმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ელექტრონული შესყიდვების სისტემა მათთან 2011 წლიდან მოქმედებს და ძალიან საინტერესოა ამ კუთხით საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სისტემის,  გამოცდილების გაზიარება.
 
შეხვედრის ბოლოს უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა საინტერესო პრეზენტაციისა და სასარგებლო რჩევებისათვის მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს.