სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში ფუნქციონირებს ორი სასწავლო აუდიტორია, 40 მსმენელისათვის.
აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკით.
პირველი აუდიტორია გათვლილია 28 მსმენელზე.
მეორე აუდიტორია გათვლილია 12 მსმენელზე.
აქვეა, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი, 30 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და კომფორტულად მოწყობილი მოლაპარაკებების ოთახი. 
სასწავლო ცენტრის სივრცეში, გამოყოფილია ადგილები ყავა-შესვენებისათვის.