სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
09.12.2019
  
 

გაცნობებთ, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების  სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (2019 წლის 9 დეკემბრის ოქმი N5), რომლის შესაბამისად 2018-2019 წლების კონსოლიდირებული ტენდერის (CON170000115) ფარგლებში მომსახურების გაწევის ვადა გაგრძელდა 2020-2021 წლების კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე ან/და შესაბამისი შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.   

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 11 დეკემბრისა, მიმწოდებლებთნ გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებებში განახორციელოთ შესაბამისი ცვლილება  მომსახურების ვადის 2020 წლის 31 მარტამდე გაგრძელების თაობაზე.