სიხლეები   საჯარო შეტყობინება – უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“
16.12.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“

უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“

ს/ნ: 406186023


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 2 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ქალაქ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის“ 2019 წლის 2 დეკემბრის № ბ/72-202 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 12849), რომლითაც სააგენტოს ეცნობა უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ნანოტეხსტროის ფილიალი საქართველოში“ (ს/ნ: 406186023) მიერ NAT160001346 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 11 ოქტომბრის № 119 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.