სიხლეები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!
10.10.2022
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს 2023 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი აკუმულატორების შესყიდვის მიზნით  კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას. გთხოვთ, კონსოლიდირებული ტენდერის მენეჯმენტის სისტემაში (ctd.spa.ge) მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა რაოდენობისა და პარამეტრების მქონე აკუმულატორების შესყიდვას აპირებთ, 2023 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

 

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე  და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.   

 

ინფორმაცია წარმოადგინეთ:

ctd.spa.ge მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით, არაუგვიანეს 2022 წლის 23 ოქტომბრისა;