სიხლეები   ფ.პ. ზაზა ჭინჭარული
20.04.2023
  
 

ფ.პ. ზაზა ჭინჭარული

 

პირადი №0100105282

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 13 მარტს წარმოდგენილ იქნა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2023 წლის 13 მარტის № 1314/07 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 2238), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ფ.პ. ზაზა ჭინჭარულის (პირადი № 01001052821) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2022 წლის 8 დეკემბრის № 60-7-122-793 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR220152066) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.