სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „მართ ბილდინგ ქომფანი“
15.08.2023
  
 

 

 

შპს „მართ ბილდინგ ქომფანი“

ს/ნ: 445521837

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 18 ივლისს წარმოდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2023 წლის 18 ივლისის №01- 01-10/3879 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 5905), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „მართ ბილდინგ ქომფანის“ (ს/ნ: 445521837) მიერ NAT210014046 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2021 წლის 1 ოქტომბრის № 67 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.