სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“
03.10.2022
  
 

 

 

საჯარო შეტყობინება – შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“

 

 

შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“

ს/ნ: 204564293

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 31 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2022 წლის 30 აგვისტოს №MIA32202407498 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 6640), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) მიერ NAT210022795 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2021 წლის 29 დეკემბრის № 15/3-471 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.