Banner

დეტალური ინფორმაცია

N102
სადავო ტენდერის #SPA120006474
მომჩივანის სახელი გვარი / სახელწოდებაავერსი-გეოფარმი
პირადი / საიდენთიფიკაციო ნომერი203834075
მისამართიქ. თბილისი, კოსტავას ქ. #11
მობილური ტელ. ნომერი+995 25 00 66
დამატებითი ტელ. ნომერი599752882
ელ-ფოსტაsales@aversi.ge
შემსყიდველი ორგანიზაციის სრული დასახელებაშპს ნევრონი
თარიღი02-04-2012 20:05
სტატუსი საჩივარი არ დაკმაყოფილდა
საჩივრის სამართლებლივი საფუძვლებიგამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი
     მუხლი 11. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
     მუხლი 12. შერჩევა/შეფასება
     მუხლი 13. დისკვალიფიკაცია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი
     მუხლი 2. გასაჩივრების უფლება

საჩივრის არსიგაცნობებთ, რომ 2012 წლის 23 თებერვალს შ.პ.ს. "ნევრონი"-ს მიერ გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის მიზნით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5 100 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ატვირთულ იქნა სატენდერო დოკუმენტაცია სადაც მითითებულია იმ ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება, რომელზეც იქნა ტენდერი გამოცხადებული, აღნიშნული დასახელებებიდან ყველა დასახელება იყო გენერიკული დასახელებებით, ხოლო რაც შეეხება ერთ დასახელებას, კერძოდ კი ფინლეფსინი 0.2 mg, იგი გამოცხადებულია ბრენდული სახელწოდებით, ჩვენს მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისას შეთავაზებულ იქნა შემსყიდველის მიერ გამოცხადებული გენერიკული დასახელებებისა და სავაჭრო დასახელების ანალოგიური მოქმედი ნივთიერების შემცველი (გენერიკული) სხვა სავაჭრო დასახელების მედიკამენტი. აღნიშნულის შემდეგ შემსყიდველიმა ორგანიზაციამ მოგვანიჭა დისკვალიფიკაცია, იმ მოტივით, რომ მიმწოდებლის დაზუსტებული დანართი #3 (ფასების ცხრილი) არ შეესაბამება სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი კომპანიისათვის დისკვალიფიკაციის მოცემის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ჩვენს მიერ ატვირთულ იქნა შემსყიდველის მიერ გამოცხადებული მედიკამენტების დასახელებების ნაცვლად ანალოგიური მოქმედი ნივთიერების შემცველი (გენერიკული) სხვა სავაჭრო დასახელების მედიკამენტები. მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-12.1 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად "შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „მსგავსი“, „ეკვივალენტური“ და სხვა" აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული მედიკამენტების ნაცვლად, შესთავაზოს შემსყიდველ ორგანიზაციას, იგივე მოქმედი ნივთიერების შემცველი მედიკამენტი სხვა სავაჭრო სახელწოდებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანების მე-11 მუხლის მე–7 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე ჩვენს მიერ შეთავაზებულ იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების მქონე შესყიდვის ობიექტის ექვივალენტური (იდენტური მოქმედებისა და შემცველობის ფარმაცევტული პროდუქტი), ვინაიდან, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია კონკრეტული სასაქონლო ნიშნის (ბრენდის) მითითება. მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შ.პ.ს. „ავერსი–გეოფარმი"-ს მიერ არ მომხდარა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, რაც შეიძლება შემდგომში გამხდარიყო შ.პ.ს. "ავერსი-გეოფარმი"-ს დისკვალიფიკაციის საფუძველი.
საჩივრის წარმდგენის სახელი გვარიქეთევან სეთურიძე
საჩივრის წარმდგენის პირადი ნომერი01024028353
საჩივრის მოთხოვნაგთხოვთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე–7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2010 წლის 30 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის შესახებ #11 ბრძანების მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიუთითოთ შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოთ შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება, ამასთან, მოსთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება;
საჩივრის ფაილები102_20120306155756_1.pdf
102_20120306155756_2.pdf
საბჭოს დამატებული ფაილებიdispute_n102_01
dispute_n102_02
dispute_n102_03


სტატუსების ისტორია

სტატუსი თარიღი
განხილვის პროცესში 06-03-2012 21:11
საჩივარი არ დაკმაყოფილდა 02-04-2012 20:05