სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080143589866017
 
# 2411 29 / აგვისტო / 2017 წ.
 
 
 შპს „ავერსი-ფარმის“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 11 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა შპს „ავერსი-ფარმის“ (ს/კ: 211386695) 2017 წლის 11 აგვისტოს №151/14 მომართვა (რეგისტრაციის №7647), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2017 წლის 23 აგვისტოს შპს „ავერსი-ფარმამ“ წარმოადგინა 2017 წლის 23 აგვისტოს №159/5 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №7962), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს №3656 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ შპს „ავერსი-ფარმის“ (ს/კ: 211386695) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, იწურება 2017 წლის 18 სექტემბერს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. შპს „ავერსი-ფარმას“ (ს/კ: 211386695) 2017 წლის 19 სექტემბრიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე