სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სპეციალიზებული ორ დღიანი ონლაინ კურსი შემსყიდველი ორგანიზაციების დაინტერესებული თანამშრომლებისათვის
20.08.2021
  
 

 კოლეგებო,

 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით ამავე უწყების სასაწავლო ცენტრი აგრძელებს ონლაინ ტრენინგებს განახლებული ფორმატით მიმდინარე წლის სექტემბრიდან, სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული იურიდიული პირების (სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) საჯარო შესყიდვების სფეროთი დაინტერესებული  სპეციალისტებისათვის.

 

 

შემოთავაზებულია 3 სპეციალიზებული კურსი:

 

1.  გამარტივებული შესყიდვები: ჩამოყალიბებული პრაქტიკა, გამოწვევები, სასარგებლო რჩევები, სააგენტოს რეკომენდაციები (27 სექტემბერი.2021)

2.  სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და სააგენტოს რეკომენდაციები (28-29 სექტემბერი.2021)

3.  ელექტრონულ სისტემაში ჩაშენებული შესყიდვის მეთოდების/პროცედურების აღწერა და შედარებითი ანალიზი (30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი.2021)

 

თითოეული მათგანი გაგრძელდება 2 სამუშაო დღე, ყოველ დღე 11:00 საათიდან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც სამივე, ასევე ერთ ან ორ მათ მიერ შერჩეულ კურსზე. რეგისტრაციის ვადაა დღეიდან  8 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის მსურველმა პირებმა სასურველი ტრენინგის დასახელება და მათი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა და სამუშაო ადგილი) უნდა გამოგზავნოთ ქ-ნ ნინო ჭავჭავაძესთან ელექტრონულ ფოსტაზე: nchavchavadze@spa.ge ტელ: 577 24 44 28

 

ტრენინგებს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.