დავების საბჭო  სიახლეები  ინფორმაცია ახალი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით
როგორც ცნობილია, 2021 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა დავების განხილვის საბჭოს კარდინალური რეფორმირება, კერძოდ, საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან.

საბჭო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ამ რეგლამენტის შესაბამისად.

საბჭოს, საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ჰყავს აპარატი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, თუმცა საბჭოს მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით საბჭოს აპარატი ასრულებს მხოლოდ საბჭოს მითითებებს და დაუშვებელია საბჭოს აპარატის საქმიანობაში ჩარევა.