გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით.
დანართის სახით იხილეთ შესასყიდი ტექნიკის პარამეტრები.
შესასყიდი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს წარმოდგენილი პარამეტრების მოთხოვნებს ან უნდა იყოს მასზე უკეთესი.
მოწოდების ადგილი - ქ.თბილისი, იუმაშევის #4.
მიწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვისა, ან თუნდაც ეტაპობრივი მიწოდება დაიწყოს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში.
გთხოვთ, გაეცნოთ წინადადებებს და დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება დანართი N1-ის სახით (ხელმოწერით და ბეჭდით), არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აგვისტოს 18:00 სთ-სა.
შემოთავაზებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯი. გთხოვთ შემოთავაზებაში მიუთითოთ პროდუქციის საგარანტიო და მიწოდების ვადა.
ასევე, ბაზრის კვლევის ეტაზე წარმოდგენილი უნდა იქნას ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით (კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი) დადასტურებული წერილობითი დადასტურება მასზედ, რომ ტენდერში მონაწილეობისას დააკმაყოფილებს ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას ან წარმოდგენილი უნდა იქნას შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ტენდერის წარმატებულად ჩატარებისათვის.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: n.gogichashvili@esida.ge
Tel: 555 13 57 37
ნინო გოგიჩაშვილი
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
მიბმული ფაილები