მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ატარებს ფასთა კვლევას დაბა აბასთუმანში მდებარე ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის „აზტ-11“-ს ტელესკოპის, გუმბათის, დამხმარე მოწყობილობების და დანადგარების, მართვის სისტემის, შიდა ძალოვანი ელექტრომომარაგების ქსელის, ელექტროგამანაწილებელი ფარების, ელექტრო კარადების სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.
დანართის სახით იხილეთ დეფექტური აქტი და სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტი.
წინამდებარე „სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზების პროექტი“ დამუშავებულია შემდეგი მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნდაწ) და ტექნიკურ-ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე:
1. სნდაწ 3.01.01-85* - „სამშენებლო წარმოების ორგანიზაცია“
2. სნდაწ 1.04.03-85 – „მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები“
3. სნდაწ III-4-80* - „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში“
4. სნდაწ 3.02.01-87- „მიწის ნაგებობები. ფუძეები და საძირკვლები“
5. ტექნიკური რეგლამენტი „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“
6. ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“
7. ტექნიკური რეგლამენტი „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“
8. საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“
9. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილება
10. ტექნიკური რეგლამენტი „ნარჩენების ტრანსპორტირების წესები“
სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე სნდაწ 3.01.01-85*-ის მოთხოვნის, თანახმად დემონტაჟის შემსრულებელმა სამშენებლო ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს „სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების პროექტი“-ს მომზადება. დემონტაჟის შემდეგ ტელესკოპის ორი სარკე მოთავსდება კონტეინერებში და შეინახება აზტ-11-ის შენობაში. ტელესკოპის დანარჩენი ნაწილები და აღჭურვილობა შეინახება საწყობში, რომელიც განლაგებულია ობსერვატორიის ტერიტორიაზე აზტ-11-ის შენობიდან დაახლოებით 400 მ. მანძილზე.
ობსერვატორიის „აზტ-11“-ს ტელესკოპის და გუმბათის სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების ხანგრძლივობა განსაზღვრულია სნდაწ 1.04.03-85 – „მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები“-ს და დამხმარე „სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო სამუშაოთა ხანგრძლივობის განსაზღვრა“-ს საფუძველზე, დემონტაჟის სამუშაოთა ეტაპობრიობის, შეთავსებადობის, ადგილობრივი კლიმატური პირობების, დემონტაჟის ტექნოლოგიური ციკლის და ახალი ტელესკოპის მოწყობის სამუშაოთა დაწყების პერიოდის გათვალისწინებით და შეადგენს სადემონტაჟო სამუშაოთა დაწყებიდან 3 თვეს, მათ შორის მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობა -15 დღე.
გთხოვთ, გაეცნოთ წინადადებას და დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ შემოთავაზება დანართი N1 სახით (ხელმოწერით და ბეჭდით), არაუგვიანეს მიმდინარე წლის 06 თებერვლის 18:00 სთ-სა.
შემოთავაზებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯი.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ქვემოთ მითითებულ მეილზე, ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Email: n.gogichashvili@esida.ge
Tel: 555 13 57 37
ნინო გოგიჩაშვილი
ბაზრის კვლევის მთავარი სპეციალისტი.
მიბმული ფაილები