მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილების თანახმად, სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს განახორციელოს 2022 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების (CPV – 66500000; 66514110) სახელმწიფო შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით. კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები, რის უზრუნველსაყოფადაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებების დადგენისა და სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან დაკავშირებით.
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2022 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება კვლავ იგეგმება 12 (თორმეტი) ლოტად, სადაც ერთიანდება დაახლოებით 368 (სამას სამოცდარვა) შემსყიდველი ორგანიზაცია. გაცნობებთ, რომ ლოტებად დაყოფა ხორციელდება უკვე შეთანხმებულ პრინციპებზე დაყრდნობით, მათ შორის, ზარალიანობის, მომხმარებელთა ქცევის ტიპოლოგიის, ჯამური ღირებულებებისა და ა.შ. გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს არსებობას მიმწოდებლებისათვის. შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციები ბაზრის კვლევისთვის გეგზავნებათ 12 ფაილად, თითოეული ლოტისთვის ცალ-ცალკე, სადაც მითითებულია თითოეულ ლოტში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები (დანართი N3), მათ ბალანსზე არსებული (რიცხული) სატრანსპორტო საშუალებები (დანართი N2), ტექნიკური დავალება „დაზღვევის პირობები“ და ფასთა ცხრილი დანართი N1. ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ სტანდარტული სადაზღვევო პირობები განკუთვნილია მე-3, მე-4, მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 ლოტებისთვის, ხოლო მე-2, მე-5, მე-7, მე-11, მე-12 და მე-13 ლოტებისთვის, შემსყიდველი ორგანიზაციების სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულია განსხვავებული სადაზღვევო პირობები.
წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სულ 365 დღე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სატენდერო წინადადების პრემიის ოდენობა და პროცენტი გასაანგარიშებული იქნება 12 (თორმეტი) თვეზე, საიდანაც გამოითვლება დაზღვევის დღიური პროცენტი.
კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციები და ხელშეკრულების პროექტები იხილეთ მიბმულ ფაილებში. ამასთან, გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 (სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტები/ინფორმაცია) და 2.9 პუნქტების მოთხოვნებზე. აქვე დავძენთ, რომ შარშანდელი წლის მსგავსად, 2022 წლის კონსოლიდირებულ ტენდერებშიც გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული 1%-იანი და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის 5%-იანი საბანკო გარანტიები, თუ ხელშეკრულების ღირებულება იქნება 5,000.00 ლარი ან მეტი.
ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბაზრის კვლევის ეტაპზე გადმოგზავნილი ჯამური სადაზღვევო (საბალანსო) ღირებულება საორიენტაციო ხასიათისაა და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე შეიძლება შეიცვალოს, ვინაიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები, სატენდერო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით (მაგრამ არანაკლებ საბაზრო ღირებულების 90%-ისა), მასიურად აფასებენ თავიანთ ავტოპარკს, რადგან შემდგომში, მთელი სადაზღვევო წლის განმავლობაში, ზიანის ანაზღაურება არ განხორცილდეს სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად და თავიდან იქნეს აცილებული არასრული დაზღვევით დარეგულირებული შემთხვევები.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით, გთხოვთ, ბაზრის კვლევის ფარგლებში, თანდართული ექსელის ფაილ(ებ)ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად, მოგვაწოდოთ ლოტების განფასება არაუგვიანეს 2022 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით (განაფასეთ თქვენთვის საინტერესო ლოტები, რომლებშიც მიიღებთ მონაწილეობას და თითოეული ლოტის განფასებისას პრემია მიუთითეთ 12 თვიან პერიოდზე), შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: carinsurance2021@spa.gov.ge .
საკონტაქტო პირები:
ქეთევან ქადაგიძე, ტელ: 5 91 90 00 20;
თეო დანელია, ტელ: 5 77 01 12 44;
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის!
ასევე, არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან „დაზღვევის პირობებთან“ დაკავშირებით.
კვლევაში მონაწილეობის სურვილის არქონის შემთხვევაში, გთხოვთ, აუცილებლად გვაცნობოთ უარყოფითი პასუხი არაუგვიანეს ამა წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეტყობინების მიღება.
პატივისცემით,
ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტი
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო