სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი გეგმავს განახორციელოს ქ. თბილისში, წერეთლის გამზირი N67ა-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის პირველი (104.17კვ.მ), მესამე (141.60კვ.მ და 359.40 კვ.მ) და მეოთხე (497.86 კვ.მ) სართულებზე არსებული ფართების საკადასტრო კოდი: 01.13.06.008/01701/504; 01.13.06.008/01701/509) ჯამურად 1 103.03 კვ.მ ფართის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
შესყიდვის ობიექტი მოწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ფაილად წარმოდგენილ ტექნიკურ დავალებას და გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ინვოისის სახით ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 აპრილის 18:00 სთ-ისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
d.litkini@gac.gov.ge
l.maghnaradze@gac.gov.ge
ასევე დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
დავით ლიტკინი: +995 577 05 12 40;
ლალი მაღნარაძე: +995 577 15 85 35;
მიბმული ფაილები