სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
04.05.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად, „შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის/საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამისი ტენდერისათვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობის შესაბამისად.“.

 

ზემოაღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2026 წლის 5 მაისიდან და მისი მოქმედება გავრცელდება ამ თარიღიდან გამოცხადებულ ტენდერებზე/კონკურსებზე.

 

გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილი.